воскресенье, 22 июня 2014 г.

ტრენინგის მეცხრე ( ბოლო დღე)

დღეს დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა, გავაკეთეთ პრეზენტაციები, განვიხილთ თვითოეულის ნამუშევარი, მივეცით ერთმანეთს რჩევები და კომენტარები.
მიუხედავად დამღლელი სამუშაოებისა, ტრენინგმა ძალიან საინტერესოთ და ნაყოფიერად ჩაიარა. მიხარია რომ შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი
დიდი მადლობა ქალბატონ მაიას ძალიან საინტერესო ტრენინგისთვის
ძალიან მომენატრებით ყველა !

 

суббота, 21 июня 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ცოტა მოგვიანებით მოგვიწია უშუალოდ ინტერნეტთან მუშაობა, რადგან წინა დღეებში იყო საატესტატო გამოცდები და ინტერნეტთან წვდომის საშუალება არ გვქონდა. განვიხილეთ რა არის ფასილიტაცია, ვისწავლეთ დრაივის დახმარებით კითხვარების შედგენა, კიდევ ერთხელ დავამუშავეთ ბლოგის დიზაინი, შევემზადეთ საპრეზენტაციოთ.  ქ-ნი მაია როგორც ყოველთვის ენერგიას არ იშურებდა, რომ ყველაფერი სრულყოფილად შეგვესრულებინა, ტრენინგზე გვესწრებოდა მონიტორი, იმედია არ შევარცხვინეთ ტრენერი.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე ძალინ დამღლელი იყო, წინა ორი დღის ტრენინგზე ვერ შევძელი დასწრება, რადგან ვესწრებოდი " შვიდკაცას" ტრენინგებს. ამიტომ დღეს დამატებით დროსაც დავრჩი, რომ შემესრულებინა წინა დავალებებიც და ახალიც, შეძლებისაგვარად გავაკეთე, გადავღალე ტრენერიც. გმადლობთ ქალბატონო მაია!

მიმათულების მიმცემი საკვანძო სიტყვები


ზოგადი კითხვა
მჭირდება კი ეს?
თემატური კითხვები
 ყოველთვის შეგვიძლია თუ არა ნასწავლი თეორიული მასალა გამოვიყენოთ ცხოვრებაში?
რა არის სასწავლო პროექტი?
რას ნიშნავს სიტყვა ტრანსფერი?
შინაარსობრივი  კითხვები
სად შეიძლება გამოვიყენოთ ცხოვრებაში:

  • ფიგურის ფართობი
  • პროცენტი
  • პითაგორას თეორემა......

воскресенье, 11 мая 2014 г.

ინტელის ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მსვლელობა თანდათან უფრო საინტერესო ხდება, მეცადინეობა დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით, შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, ვისწავლეთ საკვანძო სიტყვების მონიშვნა და ჩასმა, შემდეგ ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ საკუთარ მეილზე და გავაზიარეთ ტრენერთან.

суббота, 10 мая 2014 г.

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

დღე დავიწყეთ საშინაო დავალების მიმოხილვით, მაგრამ მოვახდინეთ მხოლოდ ზეპირი განხილვა, რადგანაც გაიტიში ელექტრო ენერგია, ამის გამო ტრენერი იძულებული გახდა შეეცვალა დღის განრიგი, დავიყავით 3 ჯგუფად, დაგვირიგდა თვითოეულ ჯგუფს პროექტები სხვადასხვა თემაზე, განვიხილეთ, შევარჩიეთ პრეზენტატორი და გავაკეთეთ პრეზენტაცია.ყველა თემა საკმაოდ საინტერესო იყო, პასუხი გავეცით წამოჭრილ კითხვებს, რაშიც ტრენერიც გვეხმარებოდა, ელექტრო ენერგიის ჩართვის შემდეგ განვიხილეთ ბუკლეტების დამზადება ვორდის ფაილში, ტრენინგის ბოლოს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება. 

пятница, 9 мая 2014 г.

ინტელის ტრენინგის პირველი დღე


  ჩემთვის ყოველი ტრენინგი მოლოდინებითაა სავსე, პირველი დღე ყოველთვის ურთიერთგაცნობისა და შეგუების დღეა. საწყისმა  ეტაპმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, შემექმნა წარმოდგენა თუ რა სამუშაოს შესრულება შემეძლება ტრენინგის დამთავრების შემდეგ და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამის გამოყენება სასწავლო პროცესში, რათა ფეხი ავუწყოთ ახალ გამოწვევებს სწავლა-სწავლების პროცესში,  "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების " ჩამოყალიბებაში.