დღე დავიწყეთ საშინაო დავალების მიმოხილვით, მაგრამ მოვახდინეთ მხოლოდ ზეპირი განხილვა, რადგანაც გაიტიში ელექტრო ენერგია, ამის გამო ტრენერი იძულებული გახდა შეეცვალა დღის განრიგი, დავიყავით 3 ჯგუფად, დაგვირიგდა თვითოეულ ჯგუფს პროექტები სხვადასხვა თემაზე, განვიხილეთ, შევარჩიეთ პრეზენტატორი და გავაკეთეთ პრეზენტაცია.ყველა თემა საკმაოდ საინტერესო იყო, პასუხი გავეცით წამოჭრილ კითხვებს, რაშიც ტრენერიც გვეხმარებოდა, ელექტრო ენერგიის ჩართვის შემდეგ განვიხილეთ ბუკლეტების დამზადება ვორდის ფაილში, ტრენინგის ბოლოს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება.
Комментариев нет:
Отправить комментарий